აიეტის სასახლე





 





 

 

 

 

 


1

 



2

 

 

 

 

 

          სასტუმრო მდებარეობს ქუთაისში, ქალაქმუზეუმის ტერიტორიაზე, ცნობილი თეთრი ხიდიდანორასიოდე მეტრის დაშორებით. შესაძლოა სწორედ აქ, ამ ადგილზე, იდგა კოლხეთის დიდი მეფის, ჰელიოსის ძის მრისხანე აიეტის სასახლე. ძველბერძნული ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ სწორედ ქუთაისში (ანუ ძველ კუტაიაში), 3300 წლის წინ, მდინარე რიონის (ფაზისის) ნაპირს მოადგა ოქროს საწმისის მაძიებელი არგონავტების რაზმი, იაზონის მეთაურობით.
--------------------------------------------------------------------
          სასტუმროს შენობა წააგავს კიდეც ძველ კოლხურ ციხესიმაგრეს. შენობა აგებულია ადგილობრიბი გრანიტითა და აგურით, ხოლო სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის კოჭებითა და ხის იატაკით. ხის მასალის გამოყენება ქმნის ჯანმრთელ გარემოს და ზრდის შენობის სეისმურ უსაფრთხოებას. სატუმროს ინტერიერი გაფორმებულია კედელში ნაკვეთი, კოლხეთში არგონავტების მოგზაურობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ცნობილი ილუსტრაციებით.
--------------------------------------------------------------------
          სასტუმრო „აიეტის სასახლე“ გამოირჩევა ინდივიდუალური მომსახურეობითა და კლასიკური ელეგანტურობით, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ქუთაისში. ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო, კომფორტაბელურ ნომრებსა და მრავალფეროვან გემრიელ კერძებს, ქართული უნიკალური ღვინოების ფართო ასორტიმენტსა და საუკეთესო შესაძლებლობებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

--------------------------------------------------------------------